მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

აშშ

აშშ-ში ინფლაციის ტემპი გასულ თვეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, მარტში სამომხმარებლო ფასები წლიურად 3.3%-ით გაიზარდა, რაც თებერვლის მაჩვენებელს, ანუ 2.4 პროცენტს მნიშვნელოვნად აღემატება.

აღნიშნული ზრდა ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტით გამოწვეულმა სანავთობო კრიზისმა განაპირობა. ეკონომიკური მაჩვენებლების ამგვარი ცვლილება 2022 წლის ენერგეტიკული შოკის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური ნახტომია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მარტში საწვავის ფასი 21.2%-ით გაიზარდა, რაც 1967 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ენერგორესურსების გაძვირებამ გავლენა სხვა სექტორებზეც იქონია, რის გამოც ავიაბილეთებსა და ტანსაცმელზე ფასები გაიზარდა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, University of Michigan-ის სამომხმარებლო განწყობის ინდექსი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. თეთრი სახლის წარმომადგენლის, კუშ დისაის განცხადებით, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა დროებითი ხასიათისაა და ეკონომიკა კვლავ მყარ ტრაექტორიას ინარჩუნებს. ამასთან, ე.წ. საბაზისო ინფლაციამ, რომელიც სურსათისა და ენერგიის ფასებს არ მოიცავს, 2.6% შეადგინა. Vanguard-ის ეკონომისტების შეფასებით, Core CPI მაჩვენებლის შედარებითი სიმცირე ინფლაციური პროცესების სამომავლო სტაბილიზაციის იმედს იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები