აშშ-ში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი 7 წლის მაქსიმუმზეა და 5%-ს შეადგენს. CNN Money-ს მიხედვით, ეს კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ამერიკაში ეკონომიკა იზრდება. ბანკების ასოციაციამ ამ კვირაში გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც 30 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 5.05% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის თებერვლის შემდეგ.
გამომცემლობა წერს, რომ განაკვეთის ზრდა გამოწვეულია ჯანსაღი ეკონომიკით, გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე 49 წლის მინიმუმზეა და საათობრივი ანაზღაურებაც იზრდება. მომხმარებლებიც და ინვესტორებიც უფრო მეტს ხარჯავენ, შესაბამისად მატულობს საპროცენტო განაკვეთიც.