მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში "Konka" ბრენდის ქვეშ ჩურჩხელა, ტყლაპი და ყველი გამოჩნდა

5b3867734d8fe
სალომე ჭიპაშვილი
01.07.18 11:34
1710
„Konka“ ბრენდის ქვეშ ამერიკულ ბაზარზე ქართული ჩურჩხელა, ტყლაპი და ყველი გამოჩნდა. როგორც „konka“-ს დამფუძნებელმა ერეკლე ხაზიურმა bm.ge-სთან განაცხადა, ქართული პროდუქტი ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოთხოვნაც შესაბამისად დიდია. ტყლაპის და ჩურჩხელის ფასი 2-3 დოლარია, რაც შეეხება ყველს, სამი სახეობა - სულგუნი, ქართული ბრინზა და გუდის ყველია წარმოდგენილი. „Konka“ პროდუქციის შეძენა ამერიკის ყველა შტატშია შესაძლებელი.

ერაკლი ხაზიური ამერიკელ ინჟინერ მეთ ბალდასანოსთან ერთად 2015 წლიდან ქართულ-ამერიკულ პროექტ „კონკა ვაინ ქლაბს“ ახორციელებს, სადაც ქართველებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. კლუბში ღვინო ამერიკული ყურძნით, ქართული წესების მაქსიმალური გამოყენებით, ქვევრის გარეშე მზადდება. მთლიანობაში დაახლოებით 7 სახეობის ყურძენი იწურება, ესენია: მისკატი, ტემპრანილო, კაბერნე, შაბლი, მერლო, მალბეკი და ბარბერა. ღვინის ფასები ჯიშობრივი კლასიფიკაციისა და ტექნოლოგიური ნიშნით დგინდება, ბოთლის ღირებულება 16$-დან 30$-მდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები