მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა

5b718b0444c2e
თამუნა ქემერტელიძე
13.08.18 17:41
8645
25 წლის ქართველმა ანა რობაქიძემ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა.

როგორც რობაქიძე bmg-თან საუბარში აცხადებს, მოწყობილებაზე ჩინელ მეგობართან ერთად ერთ წელზე მეტი მუშაობდა და ახლო მომავალში აპარატის კომერციალიზაცია აშშ-სა და ჩინეთში დაიწყება.

“სახლის ეს მოწყობილობა უფრო სწორ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს, ვიდრე ის, რითაც დღეს ვსარგებლობთ. მოწყობილობას აქვს სპიკერი და მიწისძვრის დროს გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ ესეთ სიტუაციაში“, - აცხადებს რობაქიძე.

მისივე თქით, თუ აპარატების წარმატებული კომერციალიზაცია განხორციელდება, მომავალში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ და მიწისძვრის სიმძლავრეს და ეფექტს წინასწარ გაზომავენ.

“ამ დროისთვის, მხოლოდ იაპონიაშია მსგავსი მოწყობილობა, რომელიც მცირედით ჰგავს ჩვენსას, სხვა ქვეყნის ბაზრებზე კონკურენტი არ გვყავს”, - აცხადებს რობაქიძე.

მისივე თქმით, მოწყობილობას აპლიკაციაც აქვს და მისი ფუნქციები ბევრად განსხვავებულია იმ აპარატისგან, რომელიც დღეს იაპონიის ბაზარზეა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები