აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ახალი საპილოტე პროგრამა დააანონსა, რომელიც მიზნად ისახავს მფრინავი ავტომობილების, ზემსუბუქი საჰაერო ტრანსპორტისა და eVTOL, ანუ ელექტრონული ვერტიკალური აფრენა-დაფრენის აპარატების, მასობრივ გამოყენებას.
პროგრამის ფარგლებში, მთავრობა ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში და პირობებში დაუშვებს ამ ტრანსპორტის ექსპლუატაციას მანამ, სანამ ისინი ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) სრულ სერტიფიცირებას გაივლიან.
კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ინოვაციების დაჩქარებას და აშშ-ის ლიდერობის შენარჩუნებას საჰაერო მობილობის სფეროში. პროგრამის ფარგლებში, მწარმოებლებს შეეძლებათ თავიანთი აპარატები სპეციალურად გამოყოფილ საჰაერო დერეფნებში გამოიყენონ, რაც ხელს შეუწყობს რეალურ პირობებში მონაცემთა შეგროვებას და უსაფრთხოების პროტოკოლების დახვეწას.
მიუხედავად იმისა, რომ სრული კომერციული ექსპლუატაცია ჯერ კიდევ შორსაა, ეს ნაბიჯი მწვანე შუქს ანთებს მოკლე დისტანციებზე საჰაერო ტაქსებისა და პირადი მფრინავი მოწყობილობების ტესტირებისთვის.
eVTOL ტექნოლოგია მცირე ზომის, მსუბუქ ელექტროძრავებს ეყრდნობა, რაც ამ ტრანსპორტს ტრადიციულ ვერტმფრენებზე გაცილებით ჩუმსა და ეკოლოგიურს ხდის. თანაც, ამ ტიპის საფრენი აპარატების წარმოება გაცილებით მარტივად და იაფად შეიძლება, რაც მფრინავი ტაქსების პერსპექტივას სამეცნიერო ფანტასტიკიდან პოტენციურ რეალობად აქცევს.




























