მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში Microsoft-ის Nvidia-სა და OpenAI-ის წინააღმდეგ გამოძიება იწყება – მიზეზები

microsoft nvidia openai

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი და ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების, Microsoft-ის, Nvidia-სა და OpenAI-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას იწყებენ.

მოგეხსენებათ, ეს კომპანიები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების მიმართულებით ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან, რომელთაც ამჟამად კოლოსალური ძალაუფლება აქვთ.

უფრო კონკრეტულად, OpenAI არის სტარტაპი, რომელმაც ChatGPT შექმნა, ხოლო Microsoft-მა 13 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო OpenAI-ში და მისი უმსხვილესი აქციონერია, რაც მას ChatGPT-ის არაპირდაპირ მფლობელად აქცევს.

ხოლო რაც შეეხება Nvidia-ს, ის გრაფიკული ბარათების და AI-პროცესორების უმსხვილესი მწარმოებელია, მის პროდუქციას კი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ს გამოსაკვებად იყენებენ.

აშშ-ის სავაჭრო კომისია ცდილობს დაადგინოს, გამოიყენეს თუ არა ამ კომპანიებმა არასამართლიანი მეთოდები AI-ინდუსტრიაში დომინაციის მოპოვებისათვის.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიების მიზანია, დაიცვან ბაზრის სხვა მოთამაშეების უფლებები, განსაკუთრებით მცირე ზომის კომპანიები და სტარტაპები, რომელთაც $3-ტრილიანიან გიგანტებთან კონკურენციის გაწევის საშუალება ფიზიკურად და მატერიალურად არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები