მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში მილიარდერი გაუტამ ადანის წინააღმდეგ გამოძიება იწყება - WSJ

გაუტამ ადანი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ინდოელი მილიარდერი ბიზნესმენის, გაუტამ ადანის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს.

გამოცემის ინფორმაციით, საკითხი უკავშირდება აშშ-ის სანქციების გვერდის ავლას და ადანის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანიის დახმარებით ირანული თხევადი გაზით ვაჭრობას, რაც საერთაშორისო დონეზე შეზღუდულია.

როგორც Adani Group-ის ოფიციალური წარმომადგენლობა აცხადებს, კომპანია არასოდეს ყოფილა ჩართული სანქციების თავიდან არიდების პროცესში და WSJ-ის მიერ გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან თავად იუსტიციის დეპარტამენტს საქმე ოფიციალურად არ აღუძრავს და გამოძიების პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სიცრუეა.

თავად იუსტიციის დეპარტამენტი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, რადგან, როგორც წესი, ის საქმის აღძვრას წინასწარ არ აანონსებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გაუტამ ადანი $84 მილიარდის ქონებას ფლობს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-20, ხოლო ინდოეთში მე-2 ადგილზეა. წლების განმავლობაში, ადანი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ თაღლითობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები