მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ომიკრონით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

61a8b15716afb
ნათია თაქთაქიშვილი
02.12.21 15:52
773
აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიაში, ომიკრონით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის თქმით, ინფიცირებულს სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს, რომელიც ქვეყანაში რეგულაციების დაწესებამდე 22 ნოემბერს დაბრუნდა, ხოლო კორონავირუსის ახალი შტამი მას 29 ნოემბერს დაუდასტურდა.

ფაუჩის თქმითვე, ინფიცირებული პირი კორონავირუსზე სრულად არის ვაქცინირებული და მას ვირისუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აქვს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ პირს კორონავირუსის ბუსტერ დოზა არ აქვს გაკეთებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში გაავრცელა, ომიკრონის შტამი "ძალიან მაღალ" გლობალურ რისკებს შეიცავს.

გამოცემა წერს, რომ ამჟამად მეცნიერები მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რამდენად გადამდებია ეს შტამი და მუშაობს თუ არა მის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები. შესაბამისად, სანამ აღნიშნული ინფორმაცია გაირკვევა, აშშ-მა უკვე შეზღუდა მიმოსვლა აფრიკასთან.

შეგახსენებთ, რომ ომიკრონის შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები