მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში საშობაოდ ონლაინ-გაყიდვებზე $110.6 მილიარდზე მეტი დაიხარჯა

5c1f7555e15f1
ნინი თურქია
23.12.18 15:43
665
საშობაოდ, მოქალაქეებმა ონლაინ-გაყიდვებში $110.6 მლრდ აშშ დოლარი დახარჯეს ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

Adobe analytics-ის ინფორმაციით, 2017 წელს 1 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე ონლაინ გაყიდვებიდან შემოსავალი $93.9 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. წელს კი, ეს მაჩვენებელი $16.7 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

ციფრული მარკეტინგის ბაზრის მკვლევარი კომპანიის Adobe Digital Insight-ის დირექტორის ტეილორ შჩრეინერის განცხადებით, „ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ გადატვირთულ მაღაზიებს, გრძელ რიგებს და ცარიელ თაროებს - სწორედ ამიტომ, სასურველი ნივთის შესაძენად ალტერნატიულ გზებს ეძებენ და ის მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელს ვაჭრობის მარტივ გზას სთავაზობს, კლიენტებში დიდი პოპულარობით გამოირჩევა."

Adobe-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მობილური ტელეფონით განხორციელებულმა ტრანზაქციებმა $33.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 57%-ით აღემატება.

დეკემბერში ინტერნეტ ბაზარზე დახარჯული თანხების მატებაა მოსალოდნელი. Adobe-ს პროგნოზით, 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე ონლაინ გაყიდვებიდან მიღებული თანხა $126 მილარდს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები