მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში სმარტფონებს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ექნებათ

T-Mobile / Starlink

გლობალურ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება. უდიდეს ამერიკულ მობილურ პროვაიდერს და ილონ მასკის კოსმოსურ კომპანიას შორის დაიწყო, რომლის ფარგლებში T-Mobile-ის მომხმარებლებს iPhone-ზე Starlink-ის მხარდაჭერა ექნებათ. როგორც T-Mobile-ში ამბობენ, სატელიტურ კავშირზე დაერთებით ამერიკელები სატელეფონო კავშირის დაჭერას ე.წ. მკვდარ ზონებშიც შეძლებენ, ანუ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არც კაბელის ინტერნეტი არის ხელმისაწვდომი, არც მობილური კავშირი.

Starlink-ის კოსმოსური თანამგზავრების დახმარებით T-Mobile-ის გუნდი 1.3 მილიონი კვადრატული კილომეტრის დაფარვას გეგმავს, ანუ აშშ-ის ისეთ ტერიტორიას, სადაც რთული გეოგრაფიული პირობების გამო ინტერნეტი დღესაც არ იჭერს. თავდაპირველად, მომხმარებლები მხოლოდ SMS-ების გაგზავნას შეძლებენ, ხოლო მოგვიანებით, კომპანია სატელეფონო ზარების და მობილური ინტერნეტის ფუნქციონალს დაამატებს. პროდუქტის ოფიციალურ გაშვებამდე Starlink-ის სერვისებით სარგებლობა უფასოა, ხოლო შემდეგ ის T-Mobile-ის Go5G Next-ის პაკეტში აღმოჩნდება, რომელიც თვეში $100 ღირს.

ადამიანები, რომლებიც T-Mobile-ის Starlink-ის სერვისების გამოყენებას დღეს გადაწყვეტენ სერვისის გაშვების შემდეგ 33%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. თავად T-Mobile-ი, რაც შეიძლება მეტი აბონენტის გადმობირებაზე არის ორიენტირებული, რის გამოც აღნიშნულ სერვისებს იმ ადამიანებსაც შესთავაზებს, რომლებიც AT&T-ის და Verizon-ის, ანუ T-Mobile-ის კონკურენტი ქსელების მომხმარებლების არიან. როგორც კომპანიაში ამბობენ, პლატფორმა ადაპტირებულია ყველა ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც აშშ-ში იყენებენ.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ T-Mobile-ზე, რომელიც აშშ-ის და, შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. დღეს, T-Mobile-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $289 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 35-ე, თავის ინდუსტრიაში კი 1-ელ ადგილს იკავებს. გასულ წელს, კომპანიამ $80 მილიარდის შემოსავალი და $17 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები