მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა რეგისტრირებული გზავნილის საშუალებით დროებით შეჩერებულია - ფოსტა

საფოსტო გზავნილი

"საქართველოს ფოსტის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა რეგისტრირებული გზავნილის საშუალებით დროებით შეჩერებულია. როგორც bm.ge-ის ფოსტაში განუცხადეს, ეს განპირობებულია მხარეებს შორის საოპერაციო პროცესში არსებული პროცედურების ცვლილებით, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

"საქართველოდან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, გზავნილების გაგზავნა და მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება ამანათისა და დაჩქარებული პროდუქტების Avia, EMS საშუალებით.

დროებით შეჩერებულია, წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა რეგისტრირებული გზავნილის საშუალებით, რაც განპირობებულია, მხარეებს შორის საოპერაციო პროცესში არსებული პროცედურების ცვლილებით, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. მანამდე, მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა, შეუძლიათ ისარგებლონ პროდუქტებით EMS და Avia", - განმარტავენ ფოსტაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები