მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებისთვის თვითიზოლაციის პერიოდი 5 დღემდე მცირდება

61cacb113461c
თათია კაკიაშვილი
28.12.21 20:16
722
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინციფირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გააჩნიათ, თვითიზოლაციის პერიოდი 10-დან 5 დღემდე მცირდება. ამის შესახებ NBC News წერს.

გამოცემის ცნობით, СDC-მ აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დროისთვის არსებულ უტყუარ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღო, რომლის მიხედვითაც ვირუსი ყველაზე ინფექციურია სიმპტომების გაჩენიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში. ამასთან, CDC-ის რეკომენდაციით, ადამიანებმა, რომლებიც უსიმპტომოები არიან, პირბადეები აუცილებლად უნდა ატარონ, განსაკუთრებით თვითიზოლაციის დასრულებიდან მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში, რათა სხვა მოქალაქეების დაინფიცირების რისკი მაქსიმალურად შეამცირონ.

ჯანდაცვის სპეციალისტები, ასევე, ისეთ მოქალაქეებს, რომელთა მეორე დოზით აცრიდან ექვს თვეზე მეტია გასული, რეკომენდაციას უწევენ ე.წ. „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები