სპეციალისტები აცხადებენ, რომ სავაჭრო დავის გარდა, დაბალი იმპორტი საშინაო მოთხოვნის შესუსტებითა და ჩინეთის ეკონომიკის შენელებული ზრდითაა გამოწვეული.
ორი გიგანტური ეკონომიკის მქონე ქვეყნის ერთ წელზე მეტხნიან სავაჭრო დავის შემდეგ, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პეკინთან ნაწილობრივი შეთანხმება მიღწეულია. შეთანხმების ეს „პირველი ეტაპი“ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურების სფერო და სასოფლო-სამეურნეო სექტორში თანამშრომლობა. აშშ-მა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო მოსაკრებელი 25-დან 30 პროცენტამდე აღარ გაეზარდა.