მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხის განხილვის აქტიურ ფაზაში გადავედით"

5bdc3f792ac9d
BM.GE
02.11.18 16:15
673
„თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-თან იქნებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და წინაპირობა ყველასთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის“ - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივას, დაჩქარდეს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად კონგრესმენი პო იშველიებს იმ ძალიან მნიშვნელოვან არგუმენტებს, რომელიც საქართველოს აქვს ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გადავედით აქტიურ ფაზაში ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და განვიხილავთ საკითხს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკურად. მოგეხსენებათ, რომ კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივით ჩვენი მეგობრები გამოეხმაურნენ და თავიანთი აზრი დააფიქსირეს. 28 კონგრესმენმა მოუწოდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, დავაჩქაროთ ამ ინიციატივის განხილვა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები