მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად ამ მომენტისთვის რთული პოლიტიკური სიტუაციაა"

57873aace37f5
დავით ჯალაღონია
14.07.16 10:54
1456
თეთრი სახლის გლობალური ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელის ბრეტ ბრუენის შეფასებით, „აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად ამ მომენტისთვის რთული პოლიტიკური სიტუაციაა".

ამის შესახებ ბრეტ ბრუენმა „ბიზნესკონტრაქტს“ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ სემინარზე განუცხადა, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის აშშ-ის ბაზარზე გასვლის პერსპექტივებს ეხებოდა.

"თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის ამ მომენტისთვის საკმაოდ რთული პოლიტიკური სიტუაციაა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები გამოჩნდნენ ამერიკის ბაზარზე დამოუკიდებლად და ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება იმ გზავნილის კომუნიკაცია, რომ თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსთან უნდა დაჩქარდეს და პროგრესია მისაღწევი ამ მიმართულებით. ეს ხელშეკრულება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, მაგრამ ამავდროულად ამერიკისთვისაც, რადგან არც ამერიკული კომპანიები არიან დიდი დოზით წარმოდგენილები ამ რეგიონში და საქართველო ამის დიდ შესაძლებლობებს იძლევა“, - განაცხადა ბრეტ ბრუენმა.

ღონისძიება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები