მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ ტაივანს სამხედრო შეიარაღებას მიჰყიდის

5d2443d1cedc2
მიხეილ ხაჩიძე
09.07.19 11:34
970


ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის კრიტიკის მიუხედავად, ტაივანისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვას მაინც აპირებს.

ამერიკული მედიის ინფრომაციით, საუბარია 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო შეიარაღებაზე, მათ შორის ტანკებსა და რაკეტებზეც.

როგორც ამერიკული მხარე განმარტავს, კონტრაქტი რეგიონში სამხედრო ბალანსის ცვლილებას არ გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ ივნისში, შტატებს მოუწოდა, მსგავსი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავოს, რათა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო არ გამწვავდეს.


ცნობისთვის: ჩინეთი ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს.  შტატებს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობები არ აქვს, თუმცა კუნძულოვანი სახელმწიფოსერთ-ერთი  უდიდესი პოლიტიკური ლობისტი და სამხედრო შეიარაღების კუთხით მთავარი დამხმარეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები