მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინისთვის უკვე შეძენილი Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აფერხებს

Patriot

ამერიკის შეერთებული შტატები უკვე დაფინანსებული Patriot-ის საზენიტო რაკეტების გადაცემას აფერხებს.

Bloomberg-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პარტნიორების მიერ შესყიდული შეიარაღების მხოლოდ ნაწილის მიწოდება დაამტკიცა. მისი თქმით, ეს პროცესი ტექნიკურ შეფერხებას არ უკავშირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ქვეყანას ამჟამად თვეში მხოლოდ 12 რაკეტას აწვდის, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად კიევში საჰაერო თავდაცვის საშუალებების კრიტიკული დეფიციტია შექმნილი. The Washington Post-ის ცნობით, მარაგები მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა. როგორც მედია წერს, ქვეყანას Patriot-ის ხელმისაწვდომი რაკეტები ფაქტობრივად ამოწურული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები