მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ვენესუელელი ბიზნესმენის ნავთობკომპანიის 35%-იან წილს მიიღებს - WSJ

ვენესუელა

აშშ-ის მთავრობა ვენესუელელი ბიზნესმენის, ალეხანდრო ბეტანკურის ნავთობკომპანია North American Blue Energy Partners-ის (NABEP) 35%-იანი წილის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal მოლაპარაკებებში ჩართულ პირებზე დაყრდნობით წერს, ინფორმაციას კი Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მონაწილეობა კომპანიაში პასიური იქნება. ამასთან, ვაშინგტონი ნავთობკომპანიის მიერ წარმოებული ნავთობის 20%-ის თვითღირებულებით შესყიდვის პრიორიტეტულ უფლებას მიიღებს. გარიგების ფარგლებში აშშ-ის წილის მიღება ე.წ. penny warrants-ის მეშვეობით იგეგმება. Reuters-ის ცნობით, ასეთი სტრუქტურა აშშ-ს კომპანიის წილის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს დიდი მოცულობის კაპიტალის პირდაპირი ჩადების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ NABEP-ს ვენესუელელი ბიზნესმენი ალეხანდრო ბეტანკური ხელმძღვანელობს. კომპანია ვენესუელის ნავთობის სექტორში დაგეგმილი ახალი პროექტების ერთ-ერთი მონაწილეა. აშშ-ის მთავრობის შესაძლო მონაწილეობა ვენესუელის ნავთობის სექტორში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ უფრო ფართო შეთანხმებას უკავშირდება. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის დადასტურებულ ნავთობის მარაგებზე, რომელიც 65 მილიარდ ბარელზე მეტია, კონტროლის მოპოვებას გეგმავს. პარალელურად, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ვენესუელას შორის ენერგეტიკული შეთანხმება 25 წლით გაფორმდება და ქვეყნის ნავთობის მოპოვების გაზრდას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები