გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მასშტაბური გეოპოლიტიკური გარდატეხაა: ვაშინგტონმა და კარაკასმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ვენესუელის ნედლი ნავთობის უზარმაზარი მარაგების 21%-ზე დაამყარებს კონტროლს. პარალელურად, ვენესუელა OPEC-ის დატოვებას განიხილავს, რაც კარტელის დაშლის რისკებს ზრდის და გლობალურ ბაზარზე ძალთა ბალანსს ფუნდამენტურად ცვლის.


































