მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ–ში დეკემბერში 140 000 სამუშო ადგილი გაუქმდა, ყველა გათავისუფლებული ქალია – CNN

5ff99151d8de4
BM.GE
09.01.21 15:16
880
დეკემბერში ამერიკაში 140 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა,- ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ისტორიაში პირველად, 3 თვის განმავლობაში აშშ–ში მცხოვრები უფრო მეტი ქალი იყო დასაქმებული ვიდრე კაცი – მსგავსი რამ მხოლოდ ერთხელ 2009–2010 წლებში მოკლე პერიოდის განმვლობაში დაფიქსირდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გენდერული მიმართულებით დასაქმებაში სხვა პრობლემებიც არსებობს, მაგალითად, ნახავერგანაკვეთზე უფრო მეტი ქალი მუშაობს, ვიდრე მამაკაცი, რადაგანაც ქალები პასუხისმგებლები არიან სახლის საქმეებზეც. ამასთან ქალები 81 ცენტს გამოიმუშავებენ საშუალოდ, როცა მამაკაცები მსგავსი სამუშაოსთვის 1 დოლარს იღებენ.

სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა სტატისტიკამ, რომლის მიხედვითაც დეკემბერში დამსაქმებლებმა აშშ–ში 140 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური აღდგენა, რომელიც პანდემიითაა გამოწვეული, ჯერ ისევ შორსაა და უკან უკან მიდის. გამოცემა წერს, რომ ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად, გაირკვა, რომ პრაქტიკულად ყველა სამუშაო ადგილი – 156 ათასი – ქალებმა დაკარგეს, როცა მამაკაცებმა 16 ათასი სამუშაო ადგილი იშოვეს. ზოგად სტატსიტიკასაც თუ ჩავხედავთ, 2020–ში უფრო მეტმა ქალმა დაკარგა სამსახური – 5.4 მილიონი– ვიდრე მამაკაცმა – 4.4 მილიონი სამუშაო ადგილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები