აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,1 მლნ ბარელით შემცირდა ანუ 0,9%-ით და შეადგინა 432,4 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 2,3 მლნ ბარელით და შეადგინა 236,8 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,1 მლნ ბარელით და შეადგინა 114,7 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 31 ათასი ბარელით ანუ 0,8%-ით 10,8 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,6 მლნ ბარელით ანუ 0,1%-ით და შეადგენს 660,2 მლნ ბარელს.
OIlnews

























