მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასკანელი ფალესტრამ" საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საფირმო ნიშანი მიიღო

ასკანელი
24.07.26 13:32
698

გასტრო-კულტურულმა ცენტრმა "ასკანელი ფალესტრამ" საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საფირმო ნიშანი მიიღო. ამის შესახებ თავად კომპანია იტყობინება.

bm.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ წარმატებას ცენტრმა საქმიანობის დაწყებიდან ერთ წელიწადში მიაღწია.

„ეს ჯილდო ჩვენთვის საერთო წარმატებაა - აღიარება შეფების, სერვისის პერსონალისა და მენეჯმენტის ერთობლივი შრომის შედეგია, მათი თანმიმდევრული და თითოეულ წუთში ჩადებული ძალისხმევის ნაყოფი. ამ ხნის განმავლობაში ვქმნიდით არა უბრალოდ მენიუს, არამედ განწყობას, გამოცდილებას და ხელწერას, რომელიც სტუმარს ამახსოვრდება. აღიარება დამატებითი მოტივაციაა, გავაგრძელოთ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით, ხარისხითა და თავდადებით," - აცხადებს „ასკანელი ფალესტრას" დირექტორი დავით ალექსანდრია.

ცნობისთვის, „ასკანელი ფალესტრა" სივრცეა, სადაც სტუმარს შეუძლია გაეცნოს ქართული ვაზისა და ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. Gault&Millau კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გასტრონომიულ გამოცემად ითვლება. გზამკვლევი რესტორნებს აფასებს და მათ საფირმო ნიშანს ანიჭებს - ეს ნიშანი ხარისხისა და სტილის აღიარებას წარმოადგენს და სტუმრებს გასტრონომიული სივრცეების აღმოჩენაში ეხმარება. შეფასება მკაფიო, პროფესიულ კრიტერიუმებს ეფუძნება: მთავარი ყურადღება ეთმობა გემოს ბალანსს, პროდუქტის ხარისხს, ტექნიკასა და შესრულებას, კონცეფციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები