მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი მოსკოვში დღესაც არ დაპატიჟეს - აფხაზი ჟურნალისტი

პუტინი

მოსკოვში, წითელ მოედანზე, გამარჯვების დღის 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ვლადიმერ პუტინს მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ესტუმრა. მას დასავლეთის არცერთი პირი პირი ესწრებოდა. მედიის ინფორმაციით, პუტინთან ერთად, წითელ მოედანზე 8 ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფებოდა: ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ლაოსის, გვინეა-ბისაუს, კუბის.

აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი წერს, რომ მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები არ მიიწვიეს.

"შესაძლოა, რამე გამომრჩა, მაგრამ ასლან ბჟანია წითელ მოედანზე ვერ დავინახე. გვინეა-ბისაუს, კუბისა და ლაოსის პრეზიდენტები არიან, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - არა. ცუდი ნიშანია", - წერს ინალ ხაშიგი.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ასლან ბჟანია სოხუმში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობს.

ცნობისთვის, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი პუტინის ინაუგურაციაზეც არ მიიწვიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები