მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოციაცია: ფერმერები ფსტის პირველ საექსპერიმენტო მოსავალს უკვე ელოდებიან

614f0168a8038
ლიკა გურაბანიძე
25.09.21 19:25
1229

მსოფლიოში ფსტის წარმოება რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება, მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, წამყვანი ქვეყნები კი წარმოებას აფართოებენ.

ჩვენს რეგიონშიც ფსტის მიმართ ინტერესი მზარდია. კერძოდ, საქართველოში უკვე დაფუძნებულია ფსტის ასოციაცია და გაშენებულია ბაღები, რომელთა ფართობი წლიდან წლამდე იზრდება. ფსტის ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქართულ ფსტას მისი ხარისხიდან გამომდინარე ქვეყანაში იმპორტის ნაწილობრივ ჩანაცვლების, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექსპორტის უდიდესი პოტენციალი აქვს.

“ასოციაციის ფარგლებში მოსავალი ორმა კომპანიამ უკვე მიიღო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი ასეთი კომპანიაა, არიან კიდევ სხვა მებაღეები და ფერმერები. ფსტის პირველი ნაყოფი უკვე იმის საფუძველს იძლევა, რომ მომავალში უფრო მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ”, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ “საქართველოს ფისტას ასოციაციის” ვიცე პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები