ლუდის მწარმოებელი კომპანია “ქვევრის ლუდი” ასპინძაში ცხელი ლუდის აბაზანების მოწყობას გეგმავს.
როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ზედგინიძემ განუცხადა, ნოემბერში პირველ სტუმარსაც მიიღებენ. მისივე თქმით, თავდაპირველად ორი ოთხ ადამიანზე გათვლილი აბაზანა მოეწყობა.
რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას, "ქვევრის ლუდის" დამფუძნებელი ამბობს, რომ პროექტში, დაახლოებით, 20 ათას დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.
“ლუდის აბაზანების მშენებლობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ. გარდა ცხელი აბაზანებისა, აქ ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩვენი კრაფტ ლუდი საკუთარი ხელით დააყენონ და დააგემოვნონ", - განაცხადა ზედგინიძემ.