მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასპინძაში მცხოვრები 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

5bd800fc9519d
BM.GE
30.10.18 10:57
562
მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, კომპანიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხანდო-ასპინძის 5 კმ-იანი მაგისტრალისა და სათავე ნავებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების შედეგად, წყლის დებეტი გაიზარდა და დაბა ასპინძაში მცხოვრებ 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

ასპინძის მაცხოვრებლებს ათეული წლებია სასმელი წყალი 2-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. უახლოეს მომავალში, წყალმომარაგების რაციონალურად გამოყენების მიზნით, აბონენტების ინდივიდუალური გამრიცვხელიანებაც დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები