მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aston Martin-ის ხელმძღვანელობა მოგების გასამმაგებას გეგმავს

649bf6be87148
გიორგი თოლორდავა
28.06.23 13:37
626
პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის, Aston Martin-ის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში შემოსავლების და მოგების მკვეთრ ზრდას გეგმავს.

2025 წლისთვის კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემოსავლების სამიზნე ნიშნული 3 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, ამ დროისათვის კი Aston Martin-ის წმინდა მოგებამ 635 მილიონ დოლარს უნდა მიაღწიოს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტია.

დრამატული ზრდაა დაგეგმილი ავტომობილების წარმოებასთან დაკავშირებითაც. მომავალ წელს კომპანიამ 15,000 ერთეული ავტომობილი უნდა გამოუშვას, მაშინ როცა 2021 წლის საწარმოო მაქსიმუმი 7,000 ავტომობილს შეადგენდა.

კომპანიის თავმჯდომარის და უმსხვილესი აქციონერის, ლორენს სტროლის განცხადებით, Aston Martin-ის გუნდი ახალი ეპოქისთვის მზადაა და კომპანიის პორტფელიც არასოდეს ყოფილა ასეთი მრავალფეროვანი და გამორჩეული.

Aston Martin-ს ამჟამად ხუთი ახალი მოდელი ჰყავს, მათ შორისაა: DBX, Vantage, DBS და ორი ჰიპერქარი - Valhalla და Valkyrie.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები