მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca და AI-ბიოლოგიური ფირმა Absci კიბოს წამალზე იმუშავებენ - გარიგების ღირებულება $247 მილიონია

AstraZeneca

ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ ხელოვნური ინტელექტის (AI) ამერიკულ ბიოლოგიურ ფირმა Absci-სთან $247 მილიონის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა კიბოსთან ბრძოლის ანტისხეულების შესაქმნელად, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

AstraZeneca და Absci, ე.წ. „zero-shot“ გენერაციული AI-მოდელის გამოყენებით, ახალი და გაუმჯობესებული ანტისხეულების თერაპიის შექმნაზე მუშაობას გეგმავენ. ამ ეტაპისთვის უცნობია, რა სახის კიბოს წინააღმდეგ იქნება მიმართული თერაპია.

"ვამაყობთ, რომ AstraZeneca-სთან თანამშრომლობით, ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ონკოლოგიური პაციენტებისთვის ახალი მკურნალობის შესათავაზებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა Absci-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ მაქკლეინმა.

Absci-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ საინჟინრო პრინციპების გამოყენებამ წამლების აღმოჩენაში წარმატების პოტენციალი გააუმჯობესა და განვითარებაში დახარჯული დრო შემცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების პირობებით, საწყის ეტაპზე დაფინანსდება კვლევებისა და განვითარებისთვის საჭირო თანხა, პროდუქტის გაყიდვებისთვის საჭირო იჯარის გადასახადი, Absci კი წინასწარ ანაზღაურებასაც მიიღებს

ინფორმაციისთვის: „zero-shot“ გაუწვრთნელი მოდელია, რაც ნიშნავს, რომ მიცემულ დავალებებს კონკრეტულ მონაცემებზე სპეციალურად მომზადების გარეშე ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები