თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში გერმანული კულტურის არქიტექტურული ძეგლების აღდგენაზე 2,1 მილიონი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მე19-ე საუკუნის გერმანულ ეკლესიას, ასევე საცხოვრებელ სახლებსა და სასაფლაოს. თეთრიწყაროს რაიონში გერმანელი კოლონისტები მე-19 საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ და გერმანული დასახლება - სოფელი „ელიზაბეტტალი“ შექმნეს, - დღევანდელი ასურეთი.
გერმანული სოფლის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მისი ტურისტული პოტენცილის ათვისებას.

























