კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელმა ტაივანურმა კომპანია Asus-მა 30 წლის იუბილეზე ახალი ლეპტოპი – ZenBook Pro Duo წარადგინა.
პრეზენტაცია Computex-ის ინოვაციურ ღონისძიებაზე გუშინ გაიმართა.
„მომავლის ნოუთბუქი’’ - ასე უწოდეს ახალ ლეპტოპს, რომელსაც ორი 4K რეზოლუციის ეკრანი აქვს. მთავარი მონიტორის ზომა 15.6, კლავიატურის ზედა ნაწილთან მდებარე კი 14 ინჩია; მეორე ეკრანის გაფართოება 3.840×1. 100 პიქსელია.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ელექტრო ტექნიკის გიგანტის მიერ წარმოდგენილი ახალი მოდელი, ერთ-ერთი ყველაზე ძვრადღირებული ლეპტოპია, რომელიც აქამდე შექმნილა.
ახალი პროდუქტის საბაზრო ღირებულება ამ ეტაპისთვის უცნობია.

























