მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათასობით ბავშვი სკოლის გარეშე - დაპირებები vs რეალობა

გუშინ საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი ძველი გამოწვევების ფონზე დაიწყო. სიახლე არავისთვის არის, რომ უკვე რამდენიმე წელია ასობით და უფრო ზუსტად ათასობით ბავშვი (თუმცა ამის შესახებ ზუსტ მონაცემს სამინისტრო არ ამბობს), სწავლას წლების წინ დანგრეული და ვერ აშენებული სკოლების გამო მეორე და მესამე ცვლაში აგრძელებს. ოფიციალური უწყება განათლების სამინისტროს სახით კი აცხადებს, რომ პროცესის დასრულებას კიდევ 3-4 წლიანი ვადა სჭირდება.

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 35 წთ-იანი 3 ცვლაში არსებული კლასების შესახებ, რომელიც რბილად რომ ვთქვათ მოკლებულია სრულყოფილ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირებულია, თუმცა პრობლემები, რომლებიც არის, "ქართული ოცნების" პერიოდში არ დაგროვებულა.

სტუმარი: ნიკა ჩერქეზიშვილი - “ლელოს” წევრი, მშობელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები