მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ათასობით ტონა თევზის ფქვილს და თევზის ზეთს ვაწარმოებთ" - "ჯეო ფიში"

63b7f81b6e38a
ნინი ლონგურაშვილი
07.01.23 14:56
3801
შპს „გეო ფიშ კომპანი“ ერთ-ერთი ლიცენზიანტია, რომელიც შავ ზღვაში თევზჭერას ახორციელებს. მისი წარმადობა დღე-ღამეში 400 ტონამდეა. კომპანიის თანადამფუძნებელი კახა ლატარია BMG-სთან ამბობს, რომ თევზის მოპოვება შავ ზღვაში არსებული კვოტის ფარგლებში ხდება, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად ითვისებს. კვოტებს გარემოს დაცვის სამინისტრო გამოყოფს.

“თუ ლიცენზიანტმა კვოტა აითვისა, სეზონი წარმატებულად ითვლება. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი, ქაფშიიდან, რომელიც შავ ზღვაში მოიპოვება, თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოებაა.

ჩვენი წარმოების მოცულობა, ყოველწლიურად კვოტის ფარგლებში მოპოვებული რაოდენობიდან გამომდინარეობს. საშუალოდ 2000-3000 ტონა თევზის ფქვილი და 2 000 ტონამდე თევზის ზეთს ვაწარმოებთ", - აღნიშნა კახა ლატარიამ BMG-სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები