მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი "Smart Kids" NASA-ში გაემგზავრება

58b530db98d63
BM.GE
28.02.17 12:09
1364
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ცამეტ ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“ პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“. „ბორჯღალმობილის“ წევრები არიან ახალი ლიცეუმის მოსწავლე გიორგი მარგიანი და აია - GESS-ის მოსწავლე გიორგი ნიორაძე; ხოლო გუნდის „17“ წევრები გიორგი ფხაკაძე, ოლეგ ჯაჭვლიანი და ნანო ხეცურიანი ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

კონკურსის მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „ძმები ბუთბაიები“, პროექტით „ოპტიმიზირებული პარკინგის სისტემა - Smart Parking”. კოსტა და გიორგი ბუთბაიები კომაროვის 199-ე საჯარო სკოლისა და სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ მოსწავლეები არიან.

კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის მეგობარია კომპანია ჯეოსელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები