მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ატენის მოსახლეობა განახლებული გზით აგვისტოს ბოლოდან ისარგებლებს” - "რეფორმა"

62e79180a4a6a
ნინი ლონგურაშვილი
01.08.22 12:52
792
“ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 12 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურად, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს - განახლებული გზით ატენის მოსახლეობა აგვისტოს ბოლოდან ისარგებლებს”. ინფორმაცია BM.GE-ს კონტრაქტორი კომპანია “რერუთი” -ის დირექტორმა დავით დემეტრაშვილმა მიაწოდა.

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციას საქართველოს გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტ კომპანია” და მისი პარტიონი კომპანია “რერუთი” ახორციელებენ.

მიმდინარე სამუშაოები გზის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე ასფალტ/ბეტონის მოწყობის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

“ატენის ხეობაში კომპანია “რერუთი” აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ დროისთვის სამუშაოოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ აგვისტოს ბოლოსთვის მოსახლეობას გზებზე გადაადგილების დისკომფორტს მოვუხსნით. რეაბილიტაციის პროცესში სრულად მოვაწესრიგეთ ქაოტურად მოწყობილი კომუნიკაციები, რაც მოსახლეობისთვის ყოველდღიურად ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ასევე მოეწყო გარეგანათების, კავშირგაბმულობის და ინტერნეტის ხაზები, რაც ატენის ხეობის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო", - აღნიშნა კომპანია “რერუთის” დირექტორმა დავით დემენტრაშვილმა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

პროექტის დასრულების საბოლოო ვადა 2022 წლის სექტემბერია.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები