მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ათენში ფულადი გზავნილების კომპანიასთან ქართველები გაქურდეს

5cec12c2cce08
მიშა ხაჩიძე
28.05.19 00:10
1785
ათენში ფულადი გზავნილების კომპანიასთან საქართველოს რამდენიმე მოქალქე გაქურდეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ინციდენტისას, დაზარალებულები საქართველოში თანხის გაგზავნას აპირებდნენ და ფულადი გზავნილების ერთ-ერთ კომპანიასთან რიგში იდგნენ.

ათენში მცხოვრები ქართველების თქმით, ფულადი გზავნილების არც ერთ კომპანიას, საიდანაც ძირითადად ემიგრანტებს უწევთ თანხების გადაგზავნა საქართველოში, დაცვა არ ემსახურება და მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება.

როგორც ცნობილი, საბერძნეთიდან მხლოდ 2018 წელს ოფიციალურად – 170 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა გადაიგზავნა საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ლიდერებში არიან ასევე იტალია – 191 მილიონი აშშ დოლარის ექვივანეტის გზავნილებით, ესპანეთი – 41.6 მილიონით და გერმანია – 41 მილიონი აშშ. დოლარის ექვივალენტი თანხის რაოდენობით.

ინფორმაციას საბერძნეთის ქართული სათვისტომო diaspora.ge ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები