მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Atlas Holdings-ი ბანკნოტების მწარმოებელ De La Rue-ს $347 მილიონად შეისყიდის - Reuters

buy

"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Atlas Holdings-ი ბანკნოტების მწარმოებელი კომპანია De La Rue-ს აქციებს, თითოს 130 პენსად შეიძენს, ბრიტანელმა ფინანსისტმა ედი ტრუელმა კომპანიას თითო აქციაზე 132.17-პენსიანი შეთავაზება წარუდგინა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს, თუმცა არც ბიზნესმენი და არც - De La Rue აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

Atlas Holdings-ის შეთავაზება De La Rue-ს საბაზრო ღირებულებას 16%-ით აღემატებოდა და ბრიტანულ კომპანიას $347.1 მილიონად აფასებს, რასაც De La Rue-ს საბჭო “სამართლიან და გონივრულ” ფასად მიიჩნევს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ედი ტრუელმა De La Rue-ს - ბრიტანეთში მეფე ჩარლზის ვალუტის ბანკნოტების მბეჭდავი კომპანიის - შესასყიდად შეთავაზება წარადგინა. ივნისში ბიზნესმენმა თავისი კომპანიების კონსორციუმიდან De La Rue-ს ერთ აქციაზე 125-პენსიანი გარიგება შესთავაზა და შესყიდვის ფორმალური პროცესიც წამოიწყო.

ბანკნოტების წარმოებასთან ერთად, De La Rue ბრიტანეთში უზრუნველყოფს ფულის გაყალბების პრევენციისთვის საჭირო ზომების გატარებასა და ეკომეგობრული ბანკონტების ბეჭდვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები