ავიაკომპანია ატლასგლობალი საგანგებო მდგომარეობაში ნიშნავს რეისს დღეს, 16 ივლისს. როგორც ავიაკომპანიაში "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, სტამბოლი-თბილისის რეისი დღეს ადგილობრივი დროით 16:20 წუთზე შესრულდება. გუშინდელი რეისის გადადების შემდეგ, 160 მგზავრს ღამის გათენება აეროპორტში მოუწია. ათათურქის აეროპორტიდან, ყველა რეისი გაუქმდა.

























