CERN-თან მემორანდუმის საფუძველზე "ატლასისა" და CMS-ის ექსპერიმენტებში უფრო მეტი ქართველი მაგისტრანტი და დოქტორანტი ჩაერთვება. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) გამართულ გენერალურ დირექტორთან, დირექტორთა საბჭოს წევრებს და „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გახდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. მემორანდუმი ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს სრულფასოვნად ჩაერთონ ცენტრის კვლევით პროექტებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ "ატლასისა" და CMS-ის ექსპერიმენტებში უფრო მეტი ქართველი მაგისტრანტი და დოქტორანტი ჩაერთვება.

























