1 მაისიდან 6 აგვისტოს პერიოდში 17,9 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 20,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით), ხოლო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარით (10 %-ით) გაიზარდა.
უწყების პრესრელიზში აღნიშნული არ არის სად გავიდა ამ პერიოდში აგროპროდუქტი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ატმისა და ვაშლატამას მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. საქართველოდან პროდუქტი მცირე მოცულობით სომხეთშიც გავიტანეთ.