მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმის მოსავლის დასაბინავებლად ს/ს "აკურა" გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს

5b363e3b5a67f
თამუნა დემეტრაშვილი
29.06.18 18:10
1231
კახეთში, ატმის მოსავლის დასაბინავებლად, სახელმწიფო კომპანია ს/ს "აკურა“ 700 ათასი ლარის ოდენობით, გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს. მოტივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებაა.

"სს აკურას გასულ წლებში ატმის შესყიდვის პრაქტიკა არ ქონია. ამასთან, ატმის მოსავლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მოსავლის რაოდენობაზე და ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზეა დამოკიდებული თუ რა ოდენობის და ღირებულების ატმის შესყიდვა განხორციელდება შემსყიდველის მიერ. შესყიდული ატმის რაოდენობაზეა დამოკიდებული მისი გადამუშავებისა და შენახვისათვის საჭირო მომსახურების მოცულობა და ღირებულება", - ნათქვამია კომპანიის დასაბუთებაში.

"აკურას“ დირექტორის წერილში აღნიშნულია, რომ სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ ატმის შეძენა-გადამუშავებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის ატმის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის მქონე ყველა დაინტერესებულ სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმება.

ამავე წერილში ნათქვამია, რომ "აკურას“ არ გააჩნია ატმის მიღება/გადამუშავებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რის გამოც სხვა საწარმოების სიმძლავრეების უნდა გამოიყენონ.

"აღნიშნული განხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სხვადასხვა სუბიექტების სიმძლავრეებით, რომელთა ატმის მოსავლის მისაღებად მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას,სხვადასხვა დამხმარე მასალების შესაძენად" -წერია წერილში, რომელის ადრესატიც შესყიდვების სააგენტოა.
შეგახსენებთ, რომ ღვინის ქარხანა "აკურა", რომელის კერძო მფლობელებისათვის ჩამორთმევაც, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა, 2015 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გადაეცა საკუთრებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები