მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმისა და ვაშლატამას მოსავალი 18 ათას ტონას მიაღწევს, ექსპორტის შეფერხება აღმოფხვრილია - სამინისტრო

ხილი

საქართველოში მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამას მოსავალი, სავარაუდოდ, 17 000–18 000 ტონას მიაღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა დოლიძის განცხადებით, საექსპორტო ფასი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

მისივე თქმით, გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხვრილია და პროცესი სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, დაახლოებით, 17 000-დან 18 000 ტონამდე იქნება. რაც შეეხება საექსპორტო ფასს, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის და მხოლოდ მცირედი სხვაობა ფიქსირდება. გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა ეს პრობლემები პრაქტიკულად აღმოფხვრილია. პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. თანდათანობით გადის ის პროდუქციაც, რომელიც საზღვარზე, მაცივრებში ინახებოდა“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებსაც და განაცხადა, რომ ატმისა და ვაშლატამის წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული იქნება:

„სულ ცოტა ხნის წინ განახლდა და შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამა. ატმისა და ვაშლატამის წარმოების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სპეციალური ღონისძიებები გავატაროთ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიძიოთ უკეთესი გასაღების ბაზრები და ვაწარმოოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები