მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ატმოსფერული გაფრქვევების ანგარიშგების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

586ccf3c369e1
BM.GE
04.01.17 14:30
2891
1 იანვრიდან, მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შესახებ ანგარიშგების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ელექტრონული ფორმით წარედგინება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) ახალი ფუნქციონალი - „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგება ელექტრონული სისტემის გამოყენებით“ ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. 

ახალი ფუნქციონალის პრეზენტაცია/სწავლება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ბაბაკიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული სისტემის საშუალებით ორგანიზაციები, რომლებიც ავსებდნენ მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შესახებ ანგარიშგების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმებს და მატერიალური სახით ყოველწლიურად წარუდგენდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ანგარიშგებას ელექტრონულად განახორციელებენ.

 სისტემა საშულებას იძლევა SMS სერვისით მეწარმე-სუბიექტს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშგების მდგომარეობის შესახებ. ასევე, სისტემა უზრუნველყოფს გაფრქვევების შესახებ მაღალი სანდოობის ინფორმაციის ოპერატიულად მიღებას, ხარისხიან სახელმწიფო აღრიცხვას და წლების მიხედვით სათანადო ანგარიშებით უზრუნველყოფას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები