მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება - წელს 10 ახალი ავტომატური სადგური დაემატება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებას განაგრძობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში სისტემა დამატებით 10 ავტომატური სადგურით გაიზრდება.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, მათ შორის 15 ავტომატური და 3 მობილური. აღნიშნული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში.

სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის პროცესში განისაზღვრება ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია, მათ შორის აზოტის ოქსიდები (NOx, NO, NO₂), ოზონი (O₃), გოგირდის დიოქსიდი (SO₂), ნახშირბადის მონოქსიდი (CO) და მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5).

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სადგურები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობებით, რაც მონაცემების სიზუსტესა და უწყვეტ მიღებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები