მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათობით მილიონ დოლარზეა საუბარი - “სელფი” 4G-ის გაძლიერებასა და 5G-ის დანერგვაზე

სელფი ვასილ ბერიშვილი
სტატიაში საუბარია:

“სელფი მობაილი” არსებული მობილური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და 5G-ის ქსელის მოწყობაზე ათობით მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა.

“სელფი მობაილმა” ამ პროექტის განხორციელებისთვის დღეს Nokia-სთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას. ვასილ ბერიშვილის განცხადებით, ქსელის განახლების პირველი შედეგები აბონენტებისთვის უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იქნება საგრძნობი, რადგანაც კომპანია დაფარვის არეალს და სადგურების რაოდენობას ზრდის.

“არსებული საბაზო სადგურების სრულ მოდერნიზებას ვახდენთ და განახლებული სადგურები იქნება სრულად მზა 5G-ისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვამატებთ ახალ სადგურებს, ეს სადგურები იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით და თუკი სადმე ჩვენი მომხმარებლები არ არიან ბოლომდე კომფორტულად თუნდაც დაფარვის გამო, ეს პრობლემები მოგვარდება მაქსიმალურად. პირველი ეტაპი იქნება წლის ბოლოსკენ, შესაბამისად, მომხმარებელი იგრძნობს განსხვავებას.

ათეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ მაქვს უფლება ვისაუბრო, თუმცა საბოლოო ჯამში, ათეულობით მილიონ დოლარს მოიცავს ის.

5G საკმაოდ ძვირად ღირებულია, რაც შეეხება დროს, საუბარია 3-5 წლამდე პერიოდზე.

ჩვენ ჩავატარეთ ტენდერი და "ნოკიამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ლიდერია ამ მხრივ მსოფლიოში და მათ 300-ზე მეტი 5G ქსელი აქვთ უკვე განხორციელებული,”- განაცხადა ვასილ ბერიშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები