მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Atom Kids-ის საბავშვო ექსპერიმენტები Amazon-სა და eBay-ზე გაიყიდება

63fe16179ed6f
ნანუკა ნარიმანიძე
06.03.23 10:00
643
საბავშვო ექსპერიმენტების მწარმოებელი ქართული კომპანია Atom Kids-ი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნინო ბარამიძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„პირველად ეტაპზე გაყიდვებს Ebay-სა და Amazon-ის პლატფორმებზე ვგეგმავთ. ეს იდეა დიდი ხანია გვაქვს, ვინაიდან დავამატეთ 14 ახალი ექსპერიმენტი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი ადაპტაცია, ამის შემდეგ შევარჩევთ ტოპ გაყიდვად პროდუქტს და გავიტანთ ექსპორტზე“, - ამბობს ნინო ბარამიძე.

დამფუძნებლის თქმით, 2022 წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა, GITA-ს დაფინანსების მეშვეობით შეძლეს საწარმო სრულად აღეჭურვათ სტანდარტის შესაბამისად, რამაც კომპანიას წარმადობის გაზრდის საშუალება მისცა.

სირთულეებზე საუბრისას კი ნინო ბარამიძე აღნიშნავს, რომ ძალიან რთული იყო საქართველოს ბაზარზე თავის დამკვიდრება - „მაღაზიებთან კომუნიკაცია თავიდან დიდი პრობლემა იყო, მაგრამ ეს პრობლემა უკვე დაძლეულია და აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, დღეს ბევრი მაღაზიაა ჩვენი პარტნიორი, სხვა შემაფერხებელი პრობლემა არ გვქონია“, - აღნიშნა დამფუძნებელმა Bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, Atom Kids-ი აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში, მათი მთავარი მიზანია ცნობადობის ამაღლება და მომხმარებლის მოზიდვა - „Atom Kids-ის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გახდეს ჩვენი მეცნიერი”, - დასძინა მან.

ცნობისთვის, Atom Kids-ი 2018 წლიდან მომხმარებლებს შემეცნებით ექსპერიმენტებს სთავაზობს, რომლებიც STEM დარგების პოპულარიზაციას ემსახურება და მოიაზრებს მათ შორის მეცნიერებაზე, მათემატიკასა და ინჟინერიაზე ყურადღების გამახვილებას. კომპანიის საწარმო გათავსებულია სოფელ ნატახტარში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები