მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Atoms Audio ქართული ნედლეულით წარმოებული დინამიკების გამოშვებას იწყებს

63162d6cab1ff
BM.GE
05.09.22 21:00
1174
სტარტაპ Atoms Audio ქართული ნედლეულით წარმოებულ დინამიკებს მყიდველს უახლოეს მომავალში შესთავაზებს. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი დათო პილპილაშვილი „საქმიან დილაში“ ამბობს, Atoms Audio-ს დინამიკები თავდაპირველად სტარტაპის სოციალურ პლატფორმებზე გაიყიდება.

„ოქტომბერში პროდუქციის შესახებ პრეზენტაცია გვექნება და ამის შემდეგ ვიტყვით იმ პლატფორმების შესახებ, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი პროდუქტის შეძენა. წელს ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებულები, მაგრამ სამომავლოდ საექსპორტო ბაზრები ჩვენი კომპანიისთვის უმთავრესი ამოცანაა“, - აცხადებს დათო პილპილაშვილი.

მისივე თქმით, Atoms Audio -ს მიერ წარმოებული პროდუქციას გამორჩეულს ბაზალტის ბოჭკო ხდის, რითაც დინამიკის ე.წ დიაფრაგმა მზადდება.

„პრეზენტაციაზე ვგეგმავთ, რომ მომხმარებელმა ჩვენი მხოლოდ მზა პროდუქცია კი არა მისი დამზადების პროცესიც ნახონ. ამით ჩვენ იმის დემონსტრირება გვინდა, რომ საქართველოში, ლოკალურად ყველაფრის წარმოება შესაძლებელია.

რაც შეეხება მთავარ კომპონენტს ე.წ დიაფრაგმას, საიდანაც ხმა გამოიცემა, მთლიანად ქართული ნედლეულია და ამას ბაზალტის ბოჭკო ჰქვია. ბაზალტის ბოჭკოს გამოყენება, ისეთი სახით, როგორც ჩვენ ვაკეთებ, დღესდღეობით არ გვხდება, აქედან გამომდინარე ჩვენი პროდუქტი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ინოვაციური და განსხვავებულია. ამასთან, საქართველოში მოპოვებული ბაზალტის ბოჭო განსხვავებულია და განსაკუთრებით აკუსტიკაში ბევრად კარგი პარამეტრები აქვს", - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები