სააგენტო „აწარმოე საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა გაფართოვდა. კერძოდ, ბიზნეს უნივერსალის პროგრამას აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება დაემატა. პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ასევე „მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სახელმწიფო 50 ათასიდან 10 მილიონ ლარამდე სესხისა თუ ლიზინგის გარკვეულ პროცენტს დაუსუბსიდირებს. კონკრეტულად რა იცვლება პროგრამაში და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ბენეფიციარებს?