მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოს" პროგრამებში ცვლილებები ანალიზისა და მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით შედის" - ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი განცხადებით, სააგენტოს პროგრამებში სიახლეები მათი ანალიზისა და მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით შედის. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებში მიხეილ ხიდურელის შეფასებას სააგენტო ავრცელებს.

„ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ანალიზსა და მონიტორინგს, ვაფასებთ ეკონომიკურ გავლენას და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვაქვს სიახლეები სააგენტოს პროგრამებში. ცვლილებები, რომელსაც ახლა ვთავაზობთ მეწარმეებს, მათ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის წარმომადგენლებს მიიღონ გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა და უფრო მარტივად წამოიწყონ ან განავითარონ მათი ბიზნესი“, – ამბობს მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის. მიკრომეწარმეობის პროგრამის ცვლილებები უკვე ძალაშია. ამასთან, ცვლილებები უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში.

უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თანადაფინანსებათან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები