მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. არაერთი კვლევის მიხედვით, დამწყებ მეწარმეებს ის ხელს უშლის საქმიანობის განვითარებასა თუ პროდუქციის ექსპორტზე გატანაში. "ახალი თავი ქვეყნის ისტორიაში" - ასე აფასებენ პროგრამის ავტორები ახალ წამოწყებას. აწარმოე საქართველოში ირწმუნებიან, რომ ახალი პროგრამა ბიზნესს დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს გაუჩენს. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, უწყება სხვადასხვა მექანიზმით მეწარმეებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში სექტორები შეზღუდული არ არის, ის არ შეეხება მხოლოდ რელიგიურ საქმიანობებს, აზარტულ თამაშებსა და იარაღის წარმოებით დაკავებულ კომპანიებს. კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი პროგრამა USAID-თან თანამშრომლობით ტარდება. საერთაშორისო ორგანიზაცია ინოვაციურ პროგრამების, კერძო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს.