მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში" China International Import Expo-ში პავილიონების მოწყობაში ჩინურ კომპანიას $275 000 გადაუხდის

აწარმოე

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" შანხაიში გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს, რაშიც ჩინურ კომპანიას SHANGHAI TOPBRIDGE EXPO GROUP SERVICE CO.LTD $275 000 გადაუხდის გადაუხდის.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ჩინურმა კომპანიამ ქართულ მხარეს პავილიონები უნდა მოუმზადოს, სადაც 40-ზე მეტი ქართული კომპანია საკუთარ პროდუქტს წარადგენს. ისინი China International Import Expo-ში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 2018 წლიდან ყოველი წლის შემოდგომაზე შანხაიში იმართება. "აწარმოე საქართველოშის" გამოფენაზე დახლების რამდენიმე პავილიონი იქნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული სასმელები; საკვები და სხვა პროდუქტი. გამოფენა 5-10 ნოემბერს ჩატარდება.

პავილიონის რენდერი ხელშეკრულებიდან;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები